
პირველ პერიოდში ტიმურ ბაშაროვმა გახსნა ანგარიში, რასაც მეორე შაიბა მაკარ ნიკიშანინმა მიაყოლა. ბაშაროვმა მეორე პრიოდშიც გაიტანა, შემდეგ კი მხარი დანილ მეტლიუკმა აუბა. მესამე პერიოდში თავი დანილ დავიდოვმა გამოიჩნა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
დღესვე ისლანდიელებმა 8:4 აჯობეს ბულგარელებს, ხოლო ჩინეთის ტაიპეიმ 7:3 ტაივანს მოუგო.
ორი ტურის შემდეგ საქართველოს 6 ქულა აქვს; შემდეგ 3-3 ქულით ერთბაშად ოთხი გუნდია – ჩინეთის ტაიპეი, ისლანდია, ბულგარეთი და ახალი ზელანდია; ბოლოზე უქულო ტაივანია. 30 აპრილს ჩვენების მეტოქე ბულგარეთის ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო ბოლოადგილოსანი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.