Trent Alexander-Arnold of Liverpool celebrates scoring his team's first goal during the Premier League match between Leicester City FC and Liverpool...ფრანგულ საიტს maxifoot-ს კარგი რუბრიკა აქვს. ის წერს, რით იყო ევროპულ ფეხბურთში საინტერესო გასული დღე, ამ შემთხვევაში კვირა. გთავაზობთ, მისი დღევანდელი წერილის იმ მონაკვეთებს რომლებიც ქართველი გულშემატკივრისთვის უფრო საინტერესოა. 27 აპრილი „ბებერ კონტინენტზე’’ მართლაც მრავალმხრივ დრამატული გამოდგა.

Napoli players celebrate the victory after the Serie A match between Napoli and Torino at Stadio Diego Armando Maradona on April 27, 2025 in Naples,...ლივერპული ჩემპიონი გახდა!

„წითლები’’ ოფიციალურად გახდნენ ინგლისის ჩემპიონები. საამისოდ მათ შინ „ტოტენჰემს’’ 5:1 მოუგეს. მეორე ადგილზე მოდის „არსენალი’’, რომელსაც მერსისაიდელები 15(!) ქულით უსწრებენ. „ლივერპულმა’’ ტიტული მეოცედ იზეიმა და ამ მაჩვენებლით ის „მანჩესტერ იუნაიტედს’’ გაუტოლდა.

„რომამ’’ „ინტერს’’ კოშმარი მოუწყო

ნუთუ „ინტერი’’ სეზონოს ბოლოს ყველაფერს დაკარგავს? კვირას მან „რომასთან’’ 0:1 წააგო და ეს იყო მილანელთა ზედიზედ მესამე მარცხი ყველა შეჯიბრებაში. წაგების შემდეგ „ნერაძური’’ სერია A-ს ცხრილში მეორე ადგილზეა, „ნაპოლის’’ 3 ქულით ჩამორჩება. თავის მხრივ „რომამ’’ მე-5 ადგილზე აინაცვლა.

„ნაპოლი’’ ლიდერია!

„ინტერის’’ წაფორხილებით „ნაპოლიმ’’ შესანიშნავად ისარგებლა,  სკოტ მაკტომინეის ორი გოლით „ტორინოს’’ 2:0 მოუგო და სეზონის დამთავრებამდე 4 ტურით ადრე ლიდერობს. ახლა ყველაფერი პარტენოპეელთა ხელშია. თუ ისინი სკუდეტოს ვერ მოიგებენ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

„მანჩესტერ სიტი’’ ფეხბურთის ასოცოაციის თასის ფინალში გავიდა

პეპ გვარდიოლას გუნდი, რომელმაც ჩემპიონობა დაკარგა და ჩემპიონთა ლიგიდანაც გავარდნილია, ქვეყნის თასს სერიოზულად მიუდგა ― „ნოტინგემ’’ ფორესტს 2:0 მოუგო. 17 მაისს ფინალში, „უემბლიზე’’ „ქალაქელებს’’ „კრისტალ პალასთან’’ უწევთ დაპირისპირება. „კრისტალ პალასმა’’ შაბათს მეორე ნახევირფინალურ შეხვედრაში „ასტონ ვილას’’ 3:0 მოუგო.

„იუვემ’’ გაიმარჯვა

ტურინელებმა „მონცას’’ 2:0 მოუგეს. გოლები გაიტანეს არგენტინელმა ნიკოლა გონსალესმა და ფრანგმა რანდალ კოლო მუანიმ. მათ გოლების საქმე 33-ე წუთზე მოამთავრეს საქმე. 45+3 წუთზე კი „ბებერი ქალბატონის’’ თურქმა თავდამსხმელმა ქენან ილდიზმა მეტოქეს სახეში იდაყვი საკმაოდ ხულიგნურად მიარტყა, რის გამოც გააძევეს. მეორე ტაიმში „იუვენტუსმა’’ უპირატესობა შეინარჩუნა და დროებით მეოთხე ადგილზე აინაცვლა.

„ატალანტა’’ დაბრკოლდა

ბერგამოს გუნდმა „ლეჩესთან’’ 1:1 ითამაშა და მართალია ჯერ კიდევ მე-3 ადგილზეა, მაგრამ „იუვენტუსი’’ მას ახლა უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება და „ბოლონიასაც’’ დღეს უდინეში გამარჯვების შემთხვევაში შეუძლია სულაც 2 ქულამდე მიუახლოვდეს. სერია A-ში ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს.

„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ ფრედ ითამაშა

„მანჩესტერ იუნაიტედმა’’ ბორნმუთში ანგარიში 90+6 წუთზე გაათანაბრა (1:1) ანუ წაგებას გადარჩა. მასპინძლებს 70-ე წუთზე ბრაზილიელი ევანილსონი გაუძევეს მოედნიდან და მანკუნიანელებს სავარაუდოდ ეს დაეხმარა. ოდესღაც ძლევამოსილი გუნდი მისთვის უჩვეულო მე-14 ადგილზეა.

„ლილი’’ კარგად მიდის

„ლილს’’ მართალია კარგი ფეხბურთი არ უჩვენებია, მაგრამ „ანჟესთან’’ 2:0-ის მოსაგებად ეყო. არადა, პირველ ტაიმში კარგა ხანს ვერაფერს ახერხებდა. ლილელთა ეს გამარჯვება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ისინი მესამე ადგილზე ავიდნენ. შედეგად, ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელთა ზონიდან მე-5 პოზიციაზე ჩავიდა და „ნიცასთან’’ და „სტრასბურგთან’’ ერთად 54 ქულა აქვს.