შეიძლება იყოს 3 ადამიანი, ჰოკეის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულებაახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში დაიწყო ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ჩვენების გარდა ტურნირში მასპინძლები, ისლანდიაი, ბულგარეთი, ჩინეთის ტაიპეი და ტაილანდი მონაწილეობენ.

საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ისლანდიასთან გამართა და 4:0 დაამარცხა. ანგარიში პირველ პერიოდში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ნიკიტა ბუკიამა გახსნა, ვინაც მეორე პერიოდში დუბლი მიითვალა. ამავე მონაკვეთში თითო შაიბა ტიმურ ბეშაროვმა და კონსტანტინ გავრილენკომაც მიითვალეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს.

პირველ ტურში ბულგარელებმა 5:3 მოუგეს ტაილანდს, ხოლო ახალზელანდიელებმა ჩინეთის ტაიპეის 3:1 აჯობეს.

ხვალ, საქართველოს ნაკრები ფავორიტ მასპინძლებს დაუპირისპირდება. გეტყვით, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდი მომავალი წლიდან მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ხოლო ბოლოადგილოსანი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.

წილი
წინა სტატიახალხი პარიზელთა გამარჯვებას ელის
შემდეგი სტატიარაგბის ახალი თავი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...