ბოლო დეკადის წარუმატებლობათა მიუხედავად პარიზელი გულშემატკივარი ოპტიმისტურად არის განწყობილი. დამოუკიდებელი საკვლევაძიებო ინსტიტუტის Odoxa-ს მიერ ტოტალიზატორ Winamax-ისა და მედია ჯგუფ RTL-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივართა  85% დარწმუნებულია, რომ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა ანუ ნახევარფინალში „არსენალის’’ ბარიერს დაძლევს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზეთი „პარიზიენი’’ იხსენებს, რომ შარშან ამ დროს ფანების 66% ამბობდა პარიზელები ლიგის ფინალში გავლენო, მაგრამ ორივე ნახევარფინალურ შეხვედრაში „დორტმუნდისგან’’ 0:1 იწვნიეს.

კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ მიმდინარე სეზონში პსჟ-ს პოპულარობა „ლივერპულთან’’ მერვედფინალის დროს პიკზე იყო, შემდეგ კი 7%-ით შემცირდა.

საერთაშორისო გულშემატკივართა 55% „არსენალთან’’ სწორედ „პარი სენ ჟერმენს’’ უგულშემატკივრებს. 19% პირიქით, სიამოვნებით ნახავს ლუის ენრიკეს გუნდს თავჩაქინდრულს.

პირველ შეხვედრის წინ მოლოდინი დაახლოებით თანაბარია. 41%-ის აზრით ლონდონში პარიზელები გაიმარჯვებენ, 37% კი მასპინძლების გამარჯვებას ელის. შესაბამისად, 22% ამბობს, რომ „ემირეით სთედიუმზე’’ შეხვედრა ფრედ დასრულდება.