Khvicha Kvaratskhelia of Paris Saint-Germain in action during the Ligue 1 match between FC Nantes and Paris Saint-Germain at Stade de la Beaujoire on...პეი დე ლა ლუარის დედაქალაქ ნანტში „არსენალთან’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩამდე ერთი კვირით ადრე „პარი სენ ჟერმენმა’’ გადადებული შეხვედრა ნაპერწკლის გარეშე ჩაატარა. ყველაფერი წინასწარ ჩანიშნული პუნქტების შესაბამისად წარიმართა: თამაში ფრედ დამთავრდა (1:1) ანუ გუნდი კვლავ წაუგებელია, არავინ დაშავებულა, როტაციის წყალობით ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან დემბელე და ნუნუ მენდეში მთელი საათი, ხოლო კვარაცხელიამ 71 წუთი დაყვეს მოედანზე. გუნდმა რეკორდიც კი დაამყარა ― რაც ლუის ენრიკე პარიზელებს წვრთნის გუნდმა ლიგა 1-ში ზედიზედ ყველაზე მეტი თამაში არ წააგო. ერთი სიტყვით მისია შესრულდა, მაგრამ გუნდის მაჩვენებლები დაეცა. პსჟ-მ კოლექტიურ თამაშში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა და თუნდაც უმცირესი სარგებლის მისაღებად მეტისმეტად იოლ ვარიანტებს ირჩევდა. და როგორც წინა შეხვედრაში „ლე ავრის’’ წინააღმდეგ, მან გოლი გაუშვა. შეიძლება ითქვას, გუნდმა საბრძოლო სულისკვეთება არ გამოავლინა და იმით, რაც აჩვენა საკუთარი თავი შეაშინა. ბევრ ფეხბურთელს მოედანზე ყოფნა უბრალოდ არ უნდოდა. ისინი ამ გამოტოვებულ შეხვედრას დასჯილი ბავშვისთვის დანიშნულ საღამოს დამატებით გაკვეთილად აღიქვადნენ. პსჟ გაბუტულივით იქცეოდა და როდესაც ბოლოს და ბოლოს გოლი გაიტანა, ჩქარა კი არ ათამაშდა, არამედ ანტუან კომბუარეს ხალხი მისაწვდომ მანძილზე დატოვა. მათაც 83-ე წუთზე ამით ისარგებლეს, ანგარიში გაათანაბრეს.

Khvicha KVARATSKHELIA during the Ligue 1 Mcdonald's match between Nantes and Paris on April 22, 2025 at Stade de la Beaujoire in Nantes, France.კვარაცხელიას ეს შეხვედრა არ აინტერესებდა

ლუის ენრიკეს ფეხბურთში შემთხვევით არაფერი ხდება. როდესაც პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელე თავისი ნომრის შესაბამისად ცენტრში გადავიდა და ბურთის გამთამაშებელივით განაწილებას შეუდგა, გუნდი ამოძრავდა, ფეხბურთელებმა გადაადგილება, პოზიციების შეცვლა დაიწყეს, აჩქარდნენ. ეს მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში მოხდა. შემდეგ, როდესაც ფეხბურთელებმა პოზიციები გაცვალეს, ის საჯარიმოში კან-ინ ლის აწვდიდა პასს, თუმცა ბურთი რიკოშეტით შეხვედრაში როგორც იქნა ჩართულ ვიტინიას მიუვიდა (ვიტინიამ ანგარიში გახსნა).

იმისათვის, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში ბრძოლას მოკლებული, დამაძინებელი რიტმის შეხვედრა ნაკლებად მტკნარი გამხდარიყო, მეტი შემტევი ნახევარმცველი გახლდათ საჭირო. შესვენების შემდეგ მართლაც გაჩნდა ინტენსიობის მაგვარი რაღაც. ეს შეგრძნება იმან გააჩინა, რომ მეორე ტაიმში „ნანტმა’’ „პარი სენ ჟერმენის’’ მეტად დაუწყო კბენა, სტუმრები კი ნაკლებად ინდომებდნენ, ნაკლებს დარბოდნენ, დაცვაში ნაკლებად ჩადიოდნენ. მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას ეტყობოდა, რომ ნანტში მოგზაურობა და ეს თამაში საერთოდ არ აინტერესბდა. შესაძლოა იმიტომ, რომ ქართველი, რომელიც 71-ე ქუთზე სენი მაიულუმ შეცვალა, თამაშებს არჩევს. თუ გავიხსენებთ, როგორი იყო ის ერთი ხნის წინ ჩემპიონთა ლიგაში, შეიძლება ეს კარგი იდეაც იყოს, თუმც ასეთი მიდგომის გამო ლიგა 1 ზარალდება.

პარიზელთა შემტევებს კრეატიულობა აკლდათ

…ნანტში „პარი სენ ჟერმენის’’ შემტევ მოთამაშეებს შემოქმედებითობა, კომბინაციები და პასის სიზუსტე აკლდათ. „იადონებმა’’ მათ არც მისცეს სწრაფად თამაშის საშუალება. პარიზელებს აშკარად სხვაგან ქონდათ გონება.

დომენიკ სევერაკი, LeParisien