The banner was unfurled near the Virage Auteuil stadium at the start of Wednesday's Champions League match against Liverpool. Icon Sport/Daniel Derajinskiხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენმა’’ ნანტში, გადადებულ შეხვედრაში, 1:1 ითამაშა და ლიგა 1-ში წაუგებელ სვლას განაგრძობს, თუმცა პარიზელთა საღამოს ჩრდილი ადგილობრივ გულშმატკივართა ქცევამ მიაყენა: ნანტელმა ქომაგებმა სტუმრების, განსაკუთრებით კი მათი პრეზიდენტის ნასერ ალ-ხელაიფის შეურაცხყოფით გული იჯერეს. მსაჯს ეს კარგად ესმოდა, მაგრამ შეხვედრა არ გააჩერა.

გულშემატკივართა კლუბმა, რომელსაც „ბრიგად ლუარი’’ ჰქვია, გამოფინა ბანერები: „გადადებული თამაში = პროფესიული ლიგა პსჟ-ს წინაშე კვლავ წაკუზულია’’ და „უკანალში დიდი დოჰა მივიღეთ’’. ასეთი გახლავთ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ფანების რეაქცია იმაზე, რომ ფეხბურთის პროფესიულმა ლიგამ პარიზელებს თამაში გადაუდო, რათა ისინი „ასტონ ვილასთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის წინ არ გადაღლილიყვნენ და კარგად მომზადებულიყვნენ. დედაქალაქის კლუბმა ნანტელი ქომაგების ასეთი დამოკიდებულება რასაკვირველია შეურაცხყოფად მიიჩნია.

თავის მხრივ, არც პარიზელები არიან უცოდველები. ოქტომბერში პროფესიული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „პერკ დე პრენსზე’’ ერთი თამაშით ნაწილობრივ დაკეტა ოტეილ-ტრიბუნა, საიდანაც „სტრასბურგთან’’ შეხვედრისას ჰომოფობიური სკანდირება ისმოდა.

მარტში პარიზულმა კლუბმა ბოდიში არ მოიხადა ბანერებისთვის, რომელზეც „ეკიპის’’ ორი ჟურნალისტის შეურაცხმყოფელი გამონათქვამი ეწერა. ეს „ლივერპულთან’’ ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს მოხდა.

16 მარტს ფრანგულ კლსიკოში პსჟ-ს გულშემატკივრებმა „მარსელის’’ ნახევარმცველის ადრიან რაბიოს და დედამისის შეურაცხმყოფელი პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ეწერა უსიამოვნო სიტყვები ფეხბურთელის 2019 წელს გარდაცვლილი მამის შესახებაც. კლუბს არც მაშინ ჰქონდა რეაქცია.

ზემოთ ნახსენები „ბრიგად ლუარი’’ ნანტში მოქმედი ხუთი გულშემატკივართა კლუბიდან ერთ-ერთია, რომლის დაშლასაც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ბრუნო რეტაიო აპირებდა. საბოლოოდ, მინისტრმა მხოლოდ კლუბ „პარიზის’’ (ლიგა 2-ში მეორე ადგილზეა) გულშემატკივართა კლუბი „ლეგიონ X’’ აკრძალა, მაგალითად სენტ ეტიენის ორი დაჯგუფების წინააღმდეგ სანქციების შემოღება კი გაურკვეველი ვადით გადადო.