ვერდიქტი გამოტანილია: საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „პარი სენ ჟერმენს’’ ერთი შეხვედრით „ოტეილის ტრიბუნაზე’’ გულშემატკივართა შეშვება აუკრძალა და კლუბი 20 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: 16 მარტს პსჟ-სა და „მარსელის’’ შეხვედრის დროს პარიზელმა გულშემატკივარმა სტუმარი გუნდის ფეხბრთელს, ცნობილ ნახევარმცველ ადრიენ რაბიოს შეურაცხყოფა მიაყენა, გამოფენილი ჰქონდა პლაკატები.
ფეხბურთელის დედამ და წარმომადგენელმა, ფრიად აქტიურმა ქალმა ვერონიკ რაბიომ „ეკიპის’’ არხთან ინტერვიუში სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას სკანდალური უწოდა. მოგვყავს ციტატა: „ჩემი აზრით 16 მარტის ინციდენტის გამო ვერდქტის გამოცხადება 19 აპრილს „პსჟ-სა და „ლე ავრის’’ თამაშის წინ სკანდალური გადაწყვეტილებაა. ამით პსჟ-ს ტიტულის აღნიშვნის შესაძლებლობას აძლევენ. „პარი სენ ჟერმენის” გარდა სანქციები ყველა კლუბისთვის დაუყოვნებლივ შედის ძალაში. რატომ არ მოქმედებს საერთო წესი პსჟ-თან დაკავშირებით?’’.
განვმარტოთ მადამ რაბიოს წუხილი: ხვალ „პარი სენ ჟერმენი’’ „ანჟეს’’ მასპინძლობს და თუ ფრეს მაინც ითამაშებს საფრანგეთის ჩემპიონი ხდება. ეს მოხდება „პარკ დე პრენსზე’’ პარიზელი გულშმატკივრის წინ. ქალბატონ რაბიოს კი ის გაუხარდებოდა, ამ შეხვედრაში „ოტეილის ტრიბუნა’’ უკაცრიელი რომ ყოფილიყო. ცნობილია, რომ პსჟ მაისის ბოლომდე ანუ ჯილდოს ოფიციალურ გადაცემამდე ზეიმს არ გეგმავს, ასე რომ პსჟ-ს ფანებს ამ უქმეებზე სახალხო ზეიმი მოუწევთ.
„ეს სანქცია სანქცია არც არის. გულწრფელად რომ გითხრათ სატირალია, სკლანდალურია. სტადიონის ნაწილობრივი დახურვა და 20 ათასი ევრო? დამნაშავე ფაქტობრივად არც დაუსჯიათ. სხვა კლუბებს გაცილებით მკაცრად ეპყრობიან, პსჟ კი ყოველთვის იოლად გამოდის’’, — ბრაზს ვერ მალავდა „მარსელის” ფეხბურთელის დედა.
ვერონიკ რაბიომ „ეკიპის” ეთერში მაგალითად „მონპელიე’’ მოიყვანა, რომლის ტრიბუნაც ივნისამდე დისკვალიფიცირებულია.