Desire Doue of France, Petar Sucic of Croatia during the UEFA Nations League Quarterfinal Leg Two match between France and Croatia at Stade de France...„პარი სენ ჟერმენის’’ შემტევი ნახევარმცველი დეზირე დუე საფრანგეთს ჯერ ასაკობრივ ნაკრებებში წარმოადგენდა, შემდეგ 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, ამასწინათ კი დიდიე დეშამმა ეროვნულ გუნდშიც გამოიძახა, მაგრამ როგორც ირკვევა დუეს საფრანგეთის ნაკრებამდე მისი ისტორიული სამშობლოს კოტ დ’ივუარის მთავარი გუნდიც იწვევდა.

საინტერესოა, რომ დეზირეს ძმამ „სტრასბურგის’’ ფეხბურთელმა გულა დუემ „სპილოებში’’ თამაში ამჯობინა. როგორც კოტ დივუარელთა ნაკრების მწვრთნელი ემერს ფაე ამბობს, ანჟეში დაბადებული ფეხბურთელი კარგა ხანს ჭოჭმანობდა:

„დეზირე დუეს გარემოცვასთან დაახლოებით ორი წელიწადი ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს. პარიზის ოლიმპიადის შემდეგ თავად დეზირესაც ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი. ერთი სიტყვით ბევრჯერ ვილაპარაკეთ. ის გახლავთ ფეხბურთელი, რომელსაც გუნდში ვინატრებით. მან გადაწყვეტილების მიღებას დიდი ხანი მოანდომა. მისი გული ორად იყო გაყოფილი, კოტ დ’ივუარის ნაკრებშიც უნდოდა თამაში და საფრანგეთის ნაკრებშიც. ჩვენდა სამწუხაროდ, საქმე ისე აეწყო, რომ დეზირემ საბოლოოდ საფრანგეთის ნაკრები ამჯობინა. რა გაეწყობა. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას შემდგომ სანაკრებო კარიერაში. ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებთან და ორმაგი მოქალაქეობის მქონე სხვა კოტ დ’ივუარელების გადაბირებს ვეცდებით’’.

19 წლის დეზირე დუემ 23 მარტს საფრანგეთის ნაკრებში პირველად ითამაშა ხორვატიის წინააღმდეგ.