სულ გაგიჟდა ბერიკაცი. „ფენერბაჰჩეს’’ 62 წლის მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ „გალათასარაის’’ მწვრთნელ ოქან ბურუქს ცხვირზე ხელი მოუჭირა. საინტერესო იყო ბურუქის რეაქციაც. პორტუგალიელს პასუხი კი არ გასცა, ფეხბურთელივით მოედანზე გაგორდა და კოტრიალი დაიწყო.

სტამბოლის გუნდები ერთმანეთს თურქეთის თასის მეოთხედფინალში შეხვდნენ. მოურუნიუს გუნდი დამარცხდა -1:2. ორივე გოლი პირველ ტაიმში ვიქტორ ოსიმენმა გაუტანა. შესვენების წინ „ფენერმა’’ სხვაობის შემცირება მოახერხა. მეორე ტაიმში კი ვითარება სამმა წითელმა ბარათმა დაძაბა: წამატებულ წუთებში მსაჯმა ერთი კაცი მოურინიუს გაუგდო, ხოლო ორი ბურუქს. საინტერესოა, რომ გაძევების მომენტში ამ სამიდან მოედანზე ერთიც არ იმყოფებოდა. საფინალო სასტვენის შემდეგ კი მთავარი როლის შემსრულებელი მოურინიუ გახდა. პორტუგალიელი თავისი შტაბის წევრებმა გასახდელში შეიყვანეს.

მანამდე, 88-ე წუთზე კიდევ ერთი დიდი ჩხუბი იყო. ამბობენ, რომ მოურინიუს ცნობილი ურუგვაელი მეკარე ფერნანდო მუსლერა სწორედ ამ დროს დაუპირისპირდა. მხარეები პოლიციამ დააშორიშორა.