ოფიციალურად დადასტურდა – საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას პორტუგალიაში, ლისაბონის „სპორტინგში“ გააგრძელებს – ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია „ლევანტემ“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

„შაბათ-კვირას დაჩქარებული მოლაპარაკებების შემდეგ, „სპორტინგმა“ და „ლევანტემ“ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს. ვალენსიურმა კლუბმა ოფიციალურად მოაწერა ხელი დოკუმენტს ნახევარმცველის ტრანსფერის შესახებ, თუმცა ქოჩორაშვილი სეზონს ესპანეთში დაასრულებს“, – ნათქვამია „ლევანტეს“ ოფიციალურ განცხადებაში.

გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.