Khvicha Kvaratskhelia and Zuriko Davitashvili of Georgia celebrate the 2-0 victory and passage to the knockout phase of the competition following the...„პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივრები სენტ ეტიენში თამაშს ვერ დაესწრებიან, აუკრძალეს. 27-ე ტურის მატჩი შაბათს 29 მარტს საქართველოს დროით 22 საათზე გაიმართება. ლუარის პრეფექტურა ორშაბათის გადაწყვეტილებას იმით ასაბურთებს, შეხვედრამ შეიძლება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა გამოიწვიოს, რადგან პსჟ-სა და „სენტ ეტიენის’’ ქომაგებს ერთმანეთი დიდი ხანია სძულთ. დოკუმენტში 2015 წლის იანვარში მომხდარი ექსცესებია ჩამოთვლილი.

დადგენილება იმითაც არის საინტერესო, რომ მის ავტორებს უკან მიაქვთ „სენტ ეტიენის’’ გულშემატკივართა ორი დაჯგუფების ოფიციალურად გაუქმების მოთხოვნა. ეს დაჯგუფებებია „ჯადოსნური ფანები’’ და „მწვანე ანგელოზები’’. მარტის შუაში „სენტ ეტიენის’’ პრეზიდენტმა კატეგორიულად გააპროტესტა საფრანგეთის მთავრობის განზრახვა, გულშემატკივართა ორი მთავარი ჯგუფის აკრძალვის შესახებ.

„სენტ ეტიენისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ მატჩის წინ ქალაქში დაგეგმილია დემონსტრაცია რამდენიმე ათასი ადამიანის მონაწილეობით. დემონსტრანტები ცენტრიდან „ჟოფრუა გიშარის’’ სტადიონისკენ მოაწყობენ მსვლელობას. პრეფექტურის განცხადებაში წერია, რომ საჭირო იქნება დამატებითი ძალების მობილიზაცია.

ქართველი გულშემატკივრისთვის 29 მარტის მატჩი იმით არის საინტერესო, რომ სავარაუდოდ ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებას ვიხილავთ.