„ფიგაროში” გამოქვეყნდა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის დიდიე დეშამის ინტერვიუ, სადაც მან უარყო ხმები იმის შესახებ, რომ მასა და „ლურჯების” მწვრთნელის თანამდებობაზე მის შესაძლო შემცვლელს ზინედინ ზიდანს შორის ცივი ურთიერთობებია.
„ეს მორიგი ჭორია, – თქვა დეშამმა, – ჩვენ ერთად ბევრი წელიწადი გავატარეთ და დღესაც ძლიერ ვცემთ ერთმანეთს პატივს. ბოლოს როდესაც ერთმანეთს შევხვდით შესანიშნავი საუბარი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა. მართალია, ბოლოხანს ჩვენ როგორც მწვრთნელებს ერთ კონტექსტში გვახსენებდნენ, ერთმანეთის შედეგებს ყოველთვის ვაღიარებდით და ერთმანეთის წარმატებას ვაფასებდით. მე მისი ახლო მეგობარი არ ვარ, ორივენი ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ, მაგრამ რაც გინდა მოხდეს ურთიერთპატივისცემას არასდროს ვკარგავთ”.
თებერვალში დეშამმა „ეკიპთან” ინტერვიუში თქვა, რომ ზიზუ ძალიან კარგი და ბუნებრივი კანდიდატი იქნება 2026 წელს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელად მის შესაცვლელად.