საბერძნეთის სუპერლიგის პაოკ-მა ოფიციალურად დაადასტურა „პანსერაიკოსიდან“ საქართველოს ნაკრების მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ის ძალაში 2028 წლის 30 ივნისამდე იქნება.
გუგეშაშვილი სხვადასხვა დროს პოლონეთის „იაგელონიასა“ (16 მატჩი) და ესპანურ „გრანადაში“ (5 მატჩი) გამოდიოდა.
საქართველოს ჩემპიონატში გორის „დილაში“ 89 მატჩი ჩაატარა და 34-ში კარი „მშრალად“ შეინახა.
საბარძნეთის „პანსერაიკოსში“ გადასვლამდე გუგეშაშვილი სამი სეზონი აზერბაიჯანის „ყარაბაღში“ იყო – 44 თამაში (19 „მშრალი“ მატჩი), სამგზის აზერბაიჯანის ჩემპიონი და ორგზის ქვეყნის თასის მფლობელი – ასეთია მისი მონაგარი აზერბაიჯანის ჩემპიონის რიგებში.
ბოლოს ლუკა საბერძნეთისა სუპერლიგის „პანსერაიკოსში“ თამაშობდა, და მისი მაისურით 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სწორედ „პანესრაიკოსში“ მაღალ დონეზე თამაშით მიიქცია მან პაოკ-ის ხელმძღვანელობის ყურადღება და ტრანსფერიც განხორციელდა.
ბოლო წლებში ლუკა გუგეშაშვილს სისტემატურად იძახებენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, რომლის მაისურითც ერთი თამაში აქვს ჩატარებული.