იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ტელეკომპანია Nove-ს თოქ-შოუ Che tempo che fa-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც „ნაპოლის’’ პერიოდიც გაიხსენა.
„ნეაპოლში მეორე წელიწადს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე ვცხოვრობდი. სოფა მივიტანე და ჩემთვის პატარა ოთახი მოვაწყე. ქალაქის ცენტრი ბაზიდან კარგა შორს არის. მგზავრობაში დროის ხარჯვა არ მინდოდა. როდესაც რაღაც გიყვარს, დიდი დრო უნდა დაუთმო. სწორედ ეს გავაკეთე ნეაპოლში…
…მარადონას მაისურები მოვიძიე და ჩემს ოთახში დავკიდე. ეს ძალას მმატებდა. ცხოვრებაში გამიმართლა, მის წინააღმდეგ თამაშმა მომიწია, მაგრამ რომ გაგეჩერებინა მაისურზე უნდა ჩაბღაუჭებოდი და გაგეხია…
…„ნაპოლი’’ გარკვეული დინამიკის მქონე კლუბებიდან ჩემთვის ბოლოა. შეიძლება იტალიურ კლუბს აღარც კი ჩავუდგე სათავეში. „ნაპოლის’’ მაისურს ერთხელ თუ ჩაიცვამ, ამ გუნდის წინააღმდეგ თამაშს გულში აღარასდროს გაივლებ’’.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 11:17ინგლისმა ბექემს და ფანებს იმედი გაუცრუა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:53დეშამს დედა გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური24/06/2026 | 08:08სალიბა: ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი მუნდიალმა გადამატანინა
აქეთურ-იქითური23/06/2026 | 09:47რატომ არ მოსწონს ტუხელს წყლის შესვენებები?
