შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულებაავსტრიის გრან პრიზე უმედლო ორი დღის შემდეგ, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ნამუსი მძიმე წონაში მოჭიდავეებმა მოწმინდეს და ჩვენს დელეგაციას ერთბაშად სამი მედალი მოუტანეს – ორი ოქროს და ერთი ვერცხლის.

90 კილოგრამ წონაში სულაც ქართული ფინალი შედგა. უფრო სწორად, არ შედგა, რადგან ტატო გრიგალაშვილი ტრავმის გამო გიორგი ჯაბნიაშვილს არ გამოუცხადდა. ოქრო ჯაბნიაშვილს ერგო, ვერცხლი – გრიგალაშვილს.

ფინალისტებმა მედლებამდე კი ასე იარეს: ჯაბნიაშვილმა სერბი ისლამ სოგენოვი, უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო, იაპონელი რიკუ ოკადა და ბრალიზიელი მარსელო ფრონსკოვიაკი დაამარცხა, ხოლო გრიგალაშვილმა ფრანგი ტეო ჰერბიე, იაპონელი ჰიდეტოში ტოკომუჩი, შვეიცარიელი ტომას შარფეტერი და სერბი მილან რადული.

ფინალში იჭიდავა დისკვალიფიკაცია მოხდილმა გურამ თუშიშვილმაც (+100), რომელიც ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაეჭიდა და დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა. მანამდე თუშიმ ავსტრიელი მოვლი ბორჩაშვილი, კვიპროსელი გიანის ანტონიუ და უკრაინელი ევჰენი ბალიევსკი დაამარცხა. ამავე წონაში შალვა გურეშიძე ბრინჯაოს მედლისთვის სწორედ ბალიევსკი დაეჭიდა, მაგრამ უმედლოდ დარჩა. ]

სხვა ძიუდოისტებისგან მედალთან ახლოს იყო თემურ ნოზაძეც (66) იყო, რომელიც მესამე ადგილისთვის ებრალ გუი გუტმანს შეხვდა. ჩვენიანმა ვაზარით წააგო.