
ეროვნული ლიგის მეორე ტური მასპინძლებისა გამოდგა. ხუთიდან სამ შეხვედრაში დამხვდურებმა გაიმარჯვეს. ვნახეთ სეზონის პირველი ავტოგოლი (ერიკ პიმენტელი, „ტორპედო“) და გაცუდებული პენალტი (დავით მუჯირი, „სამგურალი“).
„დინამომ“ „სამგურალს“ 2:1 მოუგო. გამარჯვების გოლი 95-ე წუთზე ნიკა ნინუამ გაიტანა საჯარიმოს გარედან, უძლიერესი დარტყმით. მან ძველი ნინუა გაგვახსენა, როცა ულამაზესი ბურთები გაჰქონდა ხოლმე შორიდან. განსაკუთრებით საჯარიმოები.
„დინამოს“ კლუბის 100-წლისთავისადმი მიძღვნილი საგანგებო ფორმა ეცვა. და კიდევ ერთი, დინამოელებმა ზამთარში დამატებული ფეხბურთელები რატომღაც ვერ ათამაშეს. ამისდაკვალად, ისტორია დაიწერა – სამატჩო განაცხადში მოხვედრილი 20-ვე ფეხბურთელი „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი გხლდათ. ასეთი შემთხვევა საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველად დაფიქსირდა
„იბერიამ“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო, თან ვისთან, ტიტულის კიდევ ერთერთ კანდიდატ „ტორპედოსთან.“ ანგარიში ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, ეს ირაკლის 124-ე გოლი გამოდგა ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში და ამ მაჩვენებლით ყველა დროის ბობმბარდირთა სიის ხუთეულში შევიდა. ახლა ის მხოლოდ გია მეგრელაძეს, ჯაბა დვალს, ლევან ხომერიკსა და ზურაბ იონანიძეს ჩამორჩება.
პირველი გამარჯვება მოიპოვა „თელავმა.“ დებიუტანტმა „გარეჯმა“ კი ელიტაში პირველ, ისტორიულ მატჩში „ბათუმს“ ტოლი არ დაუდო და ცოტა იღბლიანებიც რომ ყოფილიყვნენ, შეიძლება გაემარჯვათ კიდეც. პირველ ტაიმში ბურთი ბათუმელთა კარის ხარიხას მოხვდა. საბოლოოდ – 0:0.
თელავი 1:0 კოლხეთი
1:0 ჟივიძე (58)
იბერია 2:0 ტორპედო
1:0 სიხარულიძე (39), 2:0 პიმენტელი (65 საკ. კარში)
გაგრა 0:0 დილა
დინამო 2:1 სამგურალი
1:0 იაკობიძე (10), 1:1 ლუკა ხორხელი (60 პენ), 2:1 ნინუა (90+5)
გარეჯი 0:0 ბათუმი