February 2025, Baden-Württemberg, Heidenheim: Soccer: Bundesliga, 1. FC Heidenheim - FSV Mainz 05, Matchday 22, Voith-Arena. Mainz's Moritz Jenz...ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა’’ „მაინცთან’’ წააგო 0:2. ეს იყო მაინცელთა პირველი ბუნდესლიგური გამარჯვება ჰაიდენჰაიმის გუნდთან. „მაინცი’’ მეექვსე ადგილზე აღზევდა და მომდევნო სეზონში ევროშეჯიბრებებში მონაწილეობის უფლებისთვის იბრძვის. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგეს და დღევანდელი მდგომარეობით გასავარდნი ფლეი-ოფი ემუქრებათ: მე-16 ადგილზე არიან.

„ჰაიდენჰაიმს’’ წინა შეხვედრა კონფერენციის თასზე ჰქონდა „კოპენჰაგენთან’’. ბუდუს გუნდმა 2:1 მოიგო, მაგრამ მწვრთნელმა ფრანკ შმიდტმა წარმატებული შემადგენლობიდან რვა ფეხბურთელი შეცვალა. ცვლილებებმა არ გაამართლა. „ჰაიდენჰაიმმა’’ ბუნდესლიგაში ჩატარებული 22 ტურიდან თექვსმეტში მარცხი განიცადა. ამდენი მიმდინარე სეზონში არავის წაუგია. მატჩის შემდეგ შმიდტმა თქვა:

„მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. ჩვენ ამდენად კარგი გუნდი რომ ვიყოთ არც დღეს დავმარცხდებოდით და არც ბოლო ტურებში. მონდომება არავინ დააკლო, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ საგოლე მომენტები ვერ შევქმენით. ბუნდესლიგის დონეზე თამაშების მოსაგებად მზად არ ვართ. ჩვენი კლასი საკმარისი არ არის. რამენაირად უნდა მოვახერხოთ, რომ თავიდან დავწინაურდეთ, შემდეგ კი ისე წარვმართოთ თამაში, რომ დიდძალი ენერგიის ხარჯვა აღარ გვჭირდებოდეს. ერთი სიტყვით, დღეს „მაინცის” დასამარცხებლად საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ.

„ჰაიდენჰაიმს’’ შემდეგი თამაში 20 თებერვალს კონფერენციის ლიგაზე „კოპენჰაგენთან’’ აქვს, 23-ში კი ბუნდესლიგის მორიგი ტურის მატჩს თამაშობს ლაიპციგში.

ბუდუ ზივზივაძეს flashscore-მა და sofascore-მა 6.3 დაუწერეს, ხოლო whoscored-მა მისი თამაში 6.0 ქულით შეაფასა.