ბოსნიური ქალთა საფეხბურთო კლუბ „სარაევო 2000“-ში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ნათია დანელია ჩაირიცხა.

„სიამაყით წარმოგიდგენთ „სარაევო 2000“-ის ახალწვეულს, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ნათია დანელიას. ნიჭიერი, სისწრაფითა და ტექნიკითა გამოირჩეული ფეხბურთელი თბილისის „კვარტალში“ თამაშობდა.

ნათია საქართველოს ეროვნული გუნდის წევრია, ვიმედოვნებთ, რომ მისი საერთშორისო გამოცდილება „სარაევოს“ კიდევ უფრო გააძლიერებს და წარამტებას მოუტანს. ჩვენს კლუბში თამაში ქართველი ფეხბურთელისთვის საერთაშორისო კარიერაში ახალ ნაბიჯია.

მოგესალმებით, ნათია, ერთად მივდივართ ახალი გამარჯვებებისკენ!“ – ასე მიესალმა კლუბი ქართველ ახალწვეულს.

შეგახსენებთ, რომ „სარაევოს“ კაცთა გუნდის ლიდერი გიორგი გულიაშვილია, რომელსაც ზამთარში „დინამოდან“ ახალგარზრდული ნაკრების თავდამსხმელი ვასილიოს გორდეზიანი შეუერთდა.