ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ „მონპელიეს’’ სტუმრად 4:1 მოუგო. ეს იყო ლიონელთა ზედიზედ მეორე გამარჯვება ლიგა 1-ში. გუნდი 22 ტურის შემდეგ 36 ქულით მე-6 ადგილზეა. მიქაუტაძემ შეხვედრის დასაწყისში, მე-3 წუთზევე გახსნა ანგარიში, მაგრამ მასპინძლებმა 38-ზე გაათანაბრეს. მეორე ტაიმში სტუმრებმა 3 წუთში ორი გოლით (ნუამა 50, ტოლისო 53) დაიბრუნეს უპირატესობა, 73-ე წუთზე კი მიქაუტაძის ნაცვლად შესულმა ალექსანდრ ლაკაზეტმა დაუსვა მატჩს წერტილი. ქართველმა თავდამსხმელმა 70 წუთი ითამაშა.
Maxifoot-მა მიქაუტაძის თამაში 5.5 ქულით შეაფასა. პორტალი წერს: „მისი შეფასება იოლია: ერთი გოლი და შემდეგ თითქმის არაფერი. შეხვედრის დასაწყისში ქართველმა შერკის გადაცემა გამოიყენა და კარგი დარტყმით ანგარიში გახსნა. შემდეგ კი „მეცის’’ ყოფილი მოთამაშე უჩინარი იყო, თუმცა ეს გუნდის სირთულეებით იყო განპირობებული. მთლიანად გუნდმა ჩაატარა პირველი ტაიმი უსუსურად. შესვენების შემდეგ „ლიონი’’ გამოცოცხლდა, მაგრამ მიქაუტაძემ ვერ გაიბრწყინა’’.
Flashscore-მა ჟორჟს 7.5 დაუწერა, whoscored-მა 7.3, ხოლო sofascore-მა 7.0.