თბილისის „დინამომ“ ახალი სეზონისთვის პორტუგალიში შეკრება გაიარა.
კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე ტრანსფერიც განახორციელა, თბილისელებმა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნაკრებში ნათამაშები ვაკო გვილია დაიმატეს, ამას გარდა გუნდში ჩაირიცხნენ ლეგიონერები – ჯონ არტური, დანიელ ოვუსუ და ლეო ასუნსეო. ცოტა ხნის წინ კი „დინამოს“ ნიკოლოზ ქუთათელაძე შეუერთდა.
ქუთათელაძე სხვადასხვა დროს პრაღის „სლავიის“, „ლილისა“ და პსჟ-ს აკადემიებში ვარჯიშობდა, საიდანაც რუსეთში გადავიდა. კარიერის განმავლობაში თამაშობდა მახაჩყალის „ანჟიში“, მოსკოვის „სპარტაკი 2“-ში, ბოლოს კი „პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ ღირსებას იცავდა.
თავდამსხმელი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც იწვევდნენ, ხოლო 17-წლამდელთა ნაკრებში ერთი გოლი აქვს გატანილი.





![ნინიაშვილის 25-ე და ორი დებიუტანტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/11/1111-218x150.jpg)