Ousmane Dembele of Paris Saint-Germain in action with Leonidas Stergiou of VfB Stuttgart during the UEFA Champions League 2024/25 League Phase MD8...ბოლო პერიოდში „პარი სენ ჟერმენის’’ 9 ნომერი ოსმან დემბელე გახდა. მან ახალ პოზიციაზე ფეხი მყარად მოიკიდა, გოლები გაიტანა. ზედიზედ ორჯერ, „შტუტგარტთან’’ ჩემპიონთა ლიგასა (4:1) და „ბრესტთან’’ ლიგა 1-ში დემბელემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. რაც 2025 წელი დაიწყო, მასზე მეტი ევროპის ლიგებში ვერავინ გაიტანა, მაგრამ საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელისთვის დიდიე დეშამისთვის ეს არგუმენტი არ არის. ის დემბელეს ცენტრალურ თავდამსხმელად ვერ ხედავს.

„ოსმანმა ძალიან მოუმატა და თუ მის პოტენციალს გავითვალისწინებთ, ეს გასაკვირი არც არის. თამაშის ხარისხის ასეთი გაუმჯობესება, რასაკვირველია მისი პოზიციის შეცვლასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ შეკრებებზე, ვარჯიშების დროს ის კარის წინ ყოველთვის ძალიან დიდ ოსტატობას ამჟღავნებს. მას ორივე ფეხით კარგად შეუძლია თამაში. მისი დრიბლინგი კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით კუნთის ძალა იხარჯება. გარღვევის შემდეგ დემბელეს ხშირად ენერგია აღარ ჰყოფნის. პარიზში ის დომინანტ გუნდში თამაშობს, მეტოქის კართან ახლოს არის. ვფიქრობ, კარში დარტყმის მომენტსაც კარგად გრძნობს, პოზიციასაც კარგად არჩევს. ეფექტურია, მაგრამ, ჩვენ ვლაპარაკობთ შემტევ ფეხბურთზე, რომელიც მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დემბელე 9 ნომერი არ არის. ოსმანს ცენტრალური თავდამსხმელის თვისებები არ აქვს. მე ვიცნობ მის უნარებს და კარგად ვიცი რის მოცემა შეუძლია გუნდისთვის. თუმცა, ნოემბერში ჩვენთან რომ ყოფილიყო (ტრავმის გამო გამოტოვა ერთა ლიგის შეხვედრებში ისრაელთან და იტალიასთან), მე მას ცოტა სხვა პოზიციაზე შევამოწმებდი’’, – თქვა დეშამმა „ეკიპთან’’ ინტერვიუში.