რამაზ სვანაძე | Setanta Sportsსაქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გასამართავი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას მარტში დაიწყებს და 17-დან 25 მარტის ჩათვლით მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი ანტალიაში ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავს – პირველი მეტოქე ფინეთის 21-წლამდელთა ნაკრები იქნება, მეორის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ევროპის ჩემპიონატზე 21-წლამდე ნაკრები პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.

თურქულ შეკრებაზე გასამართი მატჩების პირდაპირი ტრანსლაციებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2027 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრა 6 თებერვალს გაიმართება.