გიორგი დეკანოსიძე, რომელიც 10 წელიწადზე მეტია აქტიურ სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება და მწვრთნელის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს.
გიორგი დეკანოსიძე: „მიხარია, რომ იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელიც ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. მინდა, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას. იმედი მაქვს, გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები“.