ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი დღით ადრე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საბა გოგლიჩის „რომაში“ ტრანსფერის შესახებ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებდა, ზაფხულამდე „რომაში“ იჯარით გადავიდოდა, შემდეგ კი რომაელლები მის ტრანსფერს გამოისყიდიდნენ.
თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ვითარება შეიცვლა, „ნაპოლისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ რომაელთა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ პრესკონფერენციაზე პირდაპირ თქვა, რომ გოგლიჩიძე „რომაში“ აღარ გადავა.
მოკლედ, ჩვენიანის ტრანსფერი ჩაიშალა. „ჯალოროსიმ“ „ემპოლისთან“ მოლაპარაკებები შეაჩერა და გოგლიჩიძის ნაცვლად „გალათასარაიდან“ დანიელი მცველის ვიქტორ ნელსონის ტრანსფერზე დაიწყო მუშობა, რომელები მიიჩნევენ, რომ მათთვის გამოცდილი დანიელი მცველის შეძენა უფრო მომგებიანი იქნება.