თბილისის „იბერიას“ ლიდერი, ოთო მამაგეიშვილი კარიერას პორტუგალიურ „ფამალიკაოში“ გააგრძელებს. მან კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
მამაგეიშვილი თბილისის „იბერიას“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია, გასულ სეზონში კლუბთან ერთად საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო.
„ეს გამოწვევა ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მომავალი კარიერისთვის სასარგებლო იქნება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილებაა. როდესაც ფამალიკაოში თამაში შემომთავაზეს, გამიხარდა. აქ გადმოსვლა საკლუბო პროექტმა, ინფრასტრუქტურამ, გუნდის მიმართ გულშემატკივრების დამოკიდებულებამ და კიდევ არერთმა ფაქტორმა გადამაწყვეტინა.
მოხარული ვარ რომ ევროპის ერთერთ საუკეთსო ლიგაში ვითამაშებ, რაც წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას მომცემს. აქ მიღებული გამოცდილება ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში თამაშის დროსაც დამეხმარება“, – თქვა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ოთო მამაგეიშვილმა.