პარი სენ ჟერმენმა ყატარის ავიახაზებთან სპონსორული ურთიერთობა 2028 წლამდე გააგრძელა.
ყატარის ავიახაზები, რომელიც Skytrax ვერსიით 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომოპანიად დასახელდა, თავისი ქოლგის ქვეშ აერთიანებს Qatar Duty Free-სა და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტს და პსჟ-ს სატიტულო სპონსორი 2020 წლიდან გახლავთ.
ახალი ხელშეკურლებით ყატარის ავიახაზების ლოგოტიპი დატანილი იქნება პარი სენ ჟერმენის მთლიან საკლუბო ეკიპირებაზე, პარკ დე პრესისა და კლუბის საწვრთნელ ბაზაზე არსებულ სარეკლამო ბანერებზე, პსჟ-ს კუთვნილ ყველა უძრავ თუ მოძრავ ქონებაზე…
რეკლამის სანაცვლოდ ყატარის ავიახაზები პსჟ-ს თავიდან წელიწადში 10 მილიონ ევროს უხდიდა, 2022 წლიდან დღემდე 70 მილიონს, ახლახან გაგრძელებული კონტრაქტის პირობებით კი წელიწადში არანაკლებ 100 მილიონ ევროს მიართმევს.
საინტერესოა, ისიც რომ პარიზულ გრანდს სარეკლამო კონტრაქტებით სხვა ბევრმილიონიანი შემოსავალიც აქვს. ასე, მაგალითად:
რუანდის ტურიზმის სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით კლუბის მხოლოდ სავარჯიშო ეკიპირებაზე წარწერისთვის – Visit Rwanda წელიწადში 10 მილიონ ევროს იხდის; სპორტული ონლაინ მაღაზია GOAT სამ წელიწადში 50 მილიონს; ხოლო სპორტული ტანსაცმლის ცნობილი კომპანიები Nike და Air Jordan წელიწადში 80 და 67 მილიონ ევროს… და ეს ყველაფერი მხოლოდ მაისურებზე, სარეკლამო ბანერებსა თუ სხვა თვალსაჩინო ადგილებზე მათი ლოტიპების წარმოჩენისთვის…
ამ მილიონებს დაუმატოთ საკლუბო ატრიბუტიკის გაყიდვით მიღებული შემოსავალი, მატჩებზე დასასწრები ბილეთების რეალიზების თანხა, უეფადან და ლიგა 1-დან შესული ევროები და გამოვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მართლაც, აწი უკვე მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი და მაგარი კლუბის ფეხბურთელია!