„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი „რეიმსთან“ მატჩში შედგა.
შეხვდერის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ლიდერი „პარკ დე პრენსზე“ პსჟ-ის ქომაგების წინაშე წარადგინეს.
შეხვედრის 47-ე წუთზე კი კვარამ ახალ გუნდში პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა, რომლის შემდეგაც უსმან დემბელემ ანგარიში გახსნა.
საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა, კვარაცხელია კი 83-ე წუთზე შეცვალეს.