Corbo: Kvaratskhelia cardboard thrown in the garbage? A shame for the fans„ლა რეპუბლიკას’’ სარედაქციო წერილების ავტორი ანტონიო კორბო „რადიო მარტეს’’ გადაცემა Forza Napoli Sempre-ში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის თემას შეეხო.

„კვარასა და „ნაპოლის’’ ისტორია კარგად დასრულდა. მხარეებმა მოძებნეს გამოსავალი, რომელიც ორვიეს ხელს აძლევს: კლუბმა დიდი თანხა მიიღო, ფეხბურთელმა კი ისეთი ხელფასი, რომელსაც სხვაგან არ დაუნიშნავდნენ. ახლა ქართველმა უნდა დაამტკიცოს, რომ იმ დონის ფეხბურთელია „აძურიში’’ გადასვლის შემდეგ, პირველ თვეებში რომ იყო. მან თავი უნდა წარმოაჩინოს საფრანგეთის ჩემპიონატში, სადაც იტალიასთან შედარებით ნაკლებად ტაქტიკურ ფეხბურთს თამაშობენ. მას მოდერნიზაცია სჭირდება, რადგან ჩვენთან ბოლოხანს ხშირად ორი მეურვის მარწუხებში იკარგებოდა. ახლა ვნახავთ, როგორია ნამდვილი კვარაცხელია.

რაც შეეხება გულშემატკივრებს, ისინი არა მხოლოდ იტალიაში არამედ მთელს მსოფლიოში შეიცვალნენ. სოციალური მედიის ბიმმა თითოეულ მათგანს პირადი პოპულარობის შესაძლებლობა მისცა, მაშინ როდესაც ადრე ფანობა კოლექტიური ცნება იყო. ახლა მთავარია სხვებისგან გამოირჩეოდე და ამას თუგინდ ვულგარულობით და ბანალურობით მიაღწიე. ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე როდესაც ვუყურებთ ფოტოს, რომელზეც ჩანს, რომ ვიღაცას კვარაცხელიას გამოსახულება ნაგავში გადაუგდია. ეს ნეაპოლელი ფანების სირცხვილია. ნეაპოლი არის სტუმართმოყვარე, უცხოელების პატივისმცემელი ქალაქი, რომელმაც მხარში დგომა იცის და ასეთი საქციელი მას სახელს უტეხავს’’. – თქვა კორბომ.