ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დიეგო მარადონას მურალს დაემშვიდობა. ის ქალაქის ესპანურ კვარტალში გავიდა, სადაც კედელზე ცნობილი „პიბე დე ოროა’’ გამოხატული და საფრანგეთში გამგზავრების წინ ასე გამოათხოვა „ნაპოლის’’.

ქართველ ფეხბურთს უახლოეს საათებში პარიზში სამედიცინო შემოწმებისთვის ელოდებიან. ის „პარი სენ ჟერმენთან’’ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ბოლო ცნობების თანახმად მისი ხელფასი ახალ კლუბში იქნება წელიწადში 9 მილიონ ევროს პლუს ბონუსები. შედარებისთვის: „ნაპოლიში’’ ის დაახლოებით მილიონნახევარ ევროს იღებდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში’’ ბათუმის „დინამოდან’’ 2022-23 წლების სეზონის წინ გადავიდა. მისი სატრანსფერო ფასი იყო 10 მილიონი ევრო. ორწელიწადნახევარში „ნაპოლიმ’’ „პარი სენ ჟერმენს’’ ჯერ ოფიციალურად დაუდასტურებელი ცნობით ის 70 მილიონად მიჰყიდა. გარდა მატერიალური მოგებისა კვარაცხელიამ ნეაპოლის გუნდს მთავარი, სკუდეტო ანუ იტალიის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. პირველივე წელიწადს კვარა იყო გუნდის წარმატების უდიდესი შემოქმედი. მანამდე „ნაპოლის’’ ჩემპიონის ტიტული 33 წლის წინ, ლეგენდარული დიეგო მარადონას დროს ჰქონდა მოგებული. იმ წელიწადს გულშემატკივრებმა კვარაცხელიას კვარადონა შეარქვეს.