ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან’’ „პარი სენ ჟერმენში’’ გადასვლის საქმე პრაქტიკულად გადაწყვეტილია. პარიზელები ქართველი გარემარბის გადაბირებაზე ზაფხულის მერე მუშაობდნენ და ბოლო ცნობების თანახმად მიზანს მიაღწიეს.

„სქაი სპორტის’’ ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარცო საქმეში კარგად არის ჩახედული. მან თავის ვებგვერდზე დაწერა: „ნეაპოლელები დაახლოებით 75 მილიონ ევროს მიიღებენ. ამის შესახებ სიტყვიერ ხელშეკრულებას მხარეებმა რამდენიმე დღის წინ მიაღწიეს. გარიგება სხვა ფეხბურთელის ჩართვის გარეშე შეისხამს ხორცს. ეს იმას ნიშნავს, რომ მილან შკრინიარი „ნაპოლიში’’ რომც გადავიდეს, კვარაცხელიას ტრანსფერთან კავშირში არ იქნება.

Naples, Italy Francesco Zampano of Venezia FC and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli battle for the ball during the Serie A match between SSC Napoli...