გიორგი მამარდაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მისმა „ვალენსიამ’’ სევილიაში „სანჩეს პისხუანზე’’ აუტსაიდერის რანგში ითამაშა. ქართველი მეკარის გარდა შემადგენლობას დაუბრუნდა „ღამურების’’ კაპიტანი ხოსე გაია, დანარჩენი შემადგენლობა კი იგივე იყო რაც წინა ტურში „რეალის’’ წინააღმდეგ.

სევილიელებმა თამაში რიხიანად დაიწყეს და პირველ 12 წუთში სამი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მამარდა მამარდობდა. საბოლოოდ შეხვედრა დამთავრდა 1:1. ანგარიში 61-ე წუთზე  სტუმრამა ლუის რიოხამ გახსნა 90+3 წუთზე კი მასპინძლებმა მაინც შეძლეს გათანაბრება – ეს ადრია პედროსამ დაბალი დარტყმით გააკეთა. გიორგიმ ბურთს ხელი დაახვედრა, მაგრამ ვერ მოიგერია, ის მაინც ბადეში შევარდა.

მამარდაშვილმა ამ შეხვედრაში ოთხი დარტყმა მოიგერია. Flashscore-მა მისი თამაში 7.0 ქულით შეაფასა, ხოლო whoscored-მა სევილიელთა გოლში მას დასდო ბრალი და 5.9 აკმარა.