ნეაპოლში, კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე, გენუაში გამგზავრების წინ „ნაპოლის’’ თავკაცმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა.
„დიდი მიზნის მისაღწევად მოკლე გზები არ არსებობს. საჭიროა მხოლოდ ოსტატობის ამაღლება. 16 ტურის შემდეგ 35 ქულა იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი სამუშაო ჩატარდა და დიმაროს შეკრებიდან მოყოლებული ყველა ასპექტში დიდი პროგრესი გვაქვს’’, – თქვა „აძურის’’ თავკაცმა, რომელსაც ჰკითხეს, თუ რა შემადგენლობით აპირებს თამაშს „ჯენოასთან’’. კონტემ უპასუხა:
„დაშავებულ ალესანდრო ბონჯორნოს ჟუან ჟესუსი შეცვლის. ეს ბიჭი რეგულარულად გუნდთან ერთად ვარჯიშობს და მოწადინებულია. ჟუან ჟესუსი გამოცდილი მცველია, რომელსაც ამირ რაჰმანთან ერთად თამაშის გამოცდილება აქვს. მან კარგად იცის, რომ ვენდობი’’.
შემდეგი შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობას ეხებოდა.
„გუშინ კვარაცხელიამ ჩვენთან ერთად ვარჯიში განაახლა. დღეს გაცილებით დამშვიდებული მეჩვენა. მისი გამოჯანმრთელება მნიშვნელოვანი ამბავია. ჩვენ მას გენუაში წავიყვანთ’’, – მიუგო კონტემ.
დავიდ ნერეშის შესახებ: „ის ძალიან გაიზარდა. გაცილებით მეტად არის პროცესებში ჩართული. ნერეში ოროგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ფრთაზე დამატებით ალტერნატივას მაძლევს’’.
ჯოვანი სიმეონესა და რომელუ ლუკაკუს შესახებ: „ვხედავ, რომ ჯოვანი წინა წლებთან შედარებით საკუთარ თავში გაცილებით დარწმუნებულია და საიმედი ალტერნატივად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება რომელუს, ის როგორც ყოველთვის, მუხლჩაუხრელად შრომობს. იმედი მაქვს, რომ დამშვიდდა. ყველაზე მეტად სწორედ მას უნდა მადლობის გადახდა იმ სითბოსთვის, რაც მის მიმართ „ნაპოლიმ’’ გამოამჟღავნა’’.
რაც შეეხება იანვრის სატრანსფერო ბაზარს, ამ თემაზე „ნაპოლის’’ თავკაცმა თქვა, რომ ახალი ფეხბურთელების შეძენა ყოველთვის ფაქიზი საკითხია, რადგან ის ფეხბურთელთა კონკრეტულ ჯგუფთან ზაფხულიდან მუშაობს და ისინი თავიანთ მეთოდოლოგიას შეაჩვია. მაგრამ თუ კლუბს რაიმეს შეცვლა უნდა ან საიმედო ვარიანტები ნახა, მაშინ ის საკითხს განიხილავს.
„მე შემიძლია მათთან სპორტული ომის წარმოება’’, – თქვა მწვრთნელმა თქვა მწვრთნელმა ცოტა არ იყოს უცნაური ფრაზა.





