„ნაპოლის’’ თავდამსხმელის ჯაკომო რასპადორის შეძენით „რომა’’ და „იუვენტუსი’’ დაინტერესდნენ. რომაული და ტურინული კლუბები „პარტენოპეელებს’’ ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობენ.
ასე მაგალითად, „რომა’’ „ნაპოლის’’ რასპადორის სანაცვლოდ თავის კაპიტანს ლორენცო პელეგრინის სთავაზობს, მაგრამ როგორც იტალიური საიტები წერენ ჯერ დასადგენია სურს თუ არა თავად პელეგრინის დედაქალაქის დატოვება. თუ სურს, მაშინ მხარეებს უკვე ეკონომიკური საკითხის მოგვარებაზე შეუძლიათ მუშაობა.
რაც შეეხება „იუვენტუსს’’, ის დანილოს შეთავაზებაზე ფიქრობს, თუმცა ფული ექნება დასამატებელი, რადგან რასპადორი „ტრანსფერმარკტის’’ თანახმად 15 მილიონი ევრო ღირს, დანილო კი 5 მილიონი.
