გატუზომ ქველმოქმედებისთვის ფული იშოვა

Home სიახლეები გატუზომ ქველმოქმედებისთვის ფული იშოვა
გატუზომ ქველმოქმედებისთვის ფული იშოვა

რას არ გააკეთებს კაცი ქველმოქმედების გამო.

„გლაზგო რეინჯერსის’’, „მილანისა’’ და იტალიის ნაკრების ვეტერანმა, „ნაპოლის’’, „ვალენსიას’’, „მარსელის’’ და სხვა გუნდების ყოფილმა მწვრთნელმა, რომელიც ახლა სპლიტის „ჰაიდუკს’’ უდგას სათავეში, დალაქთან ერთი მისვლით 10 ათასი ევრო იშოვა.

ეს იყო აქცია, რომლით მონაგები ფულიც მან სხვადასხვა დანიშნულებით გადარიცხა.

ჯენარო გატუზომ 22 წლის მანძილზე ნალოლიავები წვერი გაიპარსა.

„ღამურებში’’ გიორგი მამარდაშვილის ყოფილი თავკაცი ახალი გარეგნობით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება, თუმცა… აშკარად სხვანაირია.