ბაჰრეინში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციამ პირველი მედალი მოიპოვა – რევაზ დავითაძე (96კგ) ვერცხლის მფლობელი გახდა…
არადა, ატაცის შემდეგ ოქროს შანსი იყო – ჩვენებურმა სამივე ცდა დასძლია და 177 კილოგრამით მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, მაგრამ დავითაძემ აკვრაში ისე ვერ იყოჩაღა, როგორც ატაცში.
მართალია, აქაც სამივე წონა დასძლია, მაგრამ 210 კილოგრამით მეექვსე შედეგი აჩვენა. ორჭიდში მოგროვილი 387 კილოგრამით კი ვერცხლის მედალას დაეუფლა.