ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ’’ შინ წააგო „ლაციოსთან’’ 0:1. ანტონიო კონტეს გუნდმა ლიდერობა დაკარგა. იტალიური საიტების ნაწილმა ქართველი გარემარბის თამაში ასე შეაფასა:
calciomercato — 6.0 ამ შეხვედრაში ის იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მაშინაც კი, როდესაც ორი ან სამი კაცი მეურვეობდა, რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდა. ის მიდიოდა კაცზე და სცდებოდა მას, თუმცა დამაგვირგვინებელი გაბრწყინება აკლდა. პირველი ტაიმის ბოლოს მან დაარტყა ჯარიმა, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა ძელს.
iamnaples — 6.0 ყველაფერი მისი მონაწილეობით ხდებოდა. ქართველი რომ არ ყოფილიყო, „ნაპოლის’’ შეტევა ფაქტობრივად ნული იქნებოდა. აღსანიშნავია პირველი ტაიმის ბოლოს მისი დარტყმული საჯარიმო, რომელიც უკეთესი ბედს იმსახურებდა.
areanapoli — 4.5 კი ბატონო, მან ჯარიმიდან კინაღამ გაიტანა; კი ბატონო, მსაჯმა მის დასაცავად არაფერი იღონა, რის გამოც მას ძალიან ბევრჯერ მოხვდა ფეხებში, მაგრამ რიცხობრივი უპირატესობა ერთხელაც ვერ შექმნა და ლუკაკუს მომენტი ერთხელაც ვერ შეუქმნა. მას უჭირდა დაცვით ფაზაშიც. ის საჯარიმოს კიდესთან წააქციეს, მსაჯმა კი ვერაფერი დაინახა.
Tuttonapoli — 5.5 პასს ყოველთვის დროულად არ აწვდიდა. ფეხებში ბევრჯერ მიარტყეს, მსაჯს კი „ლაციოს’’ ფეხბურთელები დაავიწყდა. პირველი ტაიმის ბოლოს საჯარიმო დარტყმით კინაღამ გოლი გაიტანა. თამაშში დიდი წვლილი არ შეუტანია.
Ilnapolista ― 5.0 საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ ბოლო იმედი თავგზაარეული „ჩე კვარაა’’. ის მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან ინდომებდა, მაგრამ, გინდ გაიკვირვეთ და გინდ არა, გუნდს ვერ უშველა.
calcionapoli1926 — 5.5 მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან უკან იყო, ფაქტობრივად განაპირა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და ამიტომაც ვერ იკბინებოდა. მისი ერთადერთი მომენტი იყო საჯარიმო დარტყმა, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს შეასრულა.
eurosport — 5.5 მის წინააღმდეგ უხეშობდნენ. პირველი ტაიმის ბოლოს ოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმის წყალობით გოლის გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ მოედანზე სულ სხვა ფეხბურთელი დაბრუნდა – უკბილო.
calcionapoli24 — 5.5 მიუხედავად იმისა, რომ ოლივერა ნაკლებად ეხმარებოდა, ის თავისი ფრთიდან ცდილობდა თამაშზე გავლენა მოეხდინა. შემდეგ, იმ საჯარიმო დარტყმამდე, რომლის დროსაც ბურმა ძელთან ჩაიარა, ის უმატებდა. 55-ე წუთზე მაკტომინეის მარტივი და ეფექტური წინ-პასი მიაწოდა. ის იყო ერთ-ერთი იმ ცოტა მოთამაშეთაგან, რომელიც ბუნდოვნად ქმნიდა სახიფათო თამაშის ილუზიას. მეორე ნახევარში ოლივერა უფრო უბამდა მხარს, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ის უფრო უფერულდებოდა.
napolimagazine — 6.5 მარცხენა ფრთიდან სერპანტინს აწყობდა, ფეხებში ურტყამდნენ და პირველი ტაიმის ბოლოს ჯარიმიდან ოდნავ ააცილა
Flashscore-მა კვარაცხელიას 7.0 დაუწერა, ხოლო whoscored-მა 6.7