ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში სტუმრად დაამარცხა „ანჟე’’ 3:0 და ლიგა1-ის ცხრილში მე-5 ადგილზეა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოედანზე მისი მთავარი კონკურენტის ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად 68-ე წუთზე შევიდა და 20 წუთში საუცხოო ინდივიდუალური თამაშის წყალობით გოლი შეაგდო. ეს ლიონელთა მესამე გოლი იყო ამ შეხვედრაში. პირველი ორი გოლი არგენტინელმა ნიკოლას ტალიაფიკომ და რაიან ჩერქმა გაიტანეს.