Metelkina/Berulava clinch first Grand Prix Pairs gold for Georgia at NHK  Trophyსაფრანგეთის ქალაქ გრენობლში ფიგურული სრიალის გარნ პრის ფინალურ ეტაპზე ქართულმა წყვილმა – ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გრან პრის ფინალის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა ეტაპების შედეგად გამომუშავებული ქულები განაპირობებდა და ამ რანგის ტურნირზე საქართველო პირველად მოხვდა. ცხადია, მედლის მოპოვებაც ისტორიული შედეგია.

ჩვენი დუეტი მოკლე პროგრამის (72.26 ქულა) შემდეგ ექვს წყვილს შორის მესამეზე იყო, ხოლო თავისუფალი პროგრამა (133.52) უკეთ შეასრულეს, მეორე შედეგი აჩვენეს და ვერცხლის მედლებამდე ცოტა დააკლდათ.

მეტელკინასა და ბერულავას ჯამში 205.78 ქულა მოუგროვდათ და იაპონელებს – რიკუ მიურასა და რიუიჩი კიჰარას (206.71) მცირედით ჩამორჩნენ; ჩემპიონები კი გერმანელები მინერვა ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი (218.10) გახდნენ.

Amber Glenn takes the lead in Grand Prix Final figure skating after Kaori  Sakamoto falls

წილი
წინა სტატიაჟორჟის ულამაზესი გოლი
შემდეგი სტატიამაისურაძე მედლით
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...