როგორც გაირკვა ორი კვირის წინ დევიდ ბექემი „მანჩესტერ იუნაიტედის’’ რეგისტრატორს, კლუბში ყველასთვის საყვარელ 85 წლის კეთ ფიპსს საგანგებოდ ეწვია და ლოგინად ჩავარდნილი მოინახულა. ხუთშაბათს გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც „იუნაიტედში’’ 56 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ბექემმა სოციალურ ქსელში დაწერა: როდესაც მანჩესტერში გადავბარგდი 15 წლის ვიყავი. მაშინ კეთმა ჩემი მშობლები დაამშვიდა, პირობა მისცა, რომ მომივლიდა და იმ დღიდან მოყოლებული ბოლომდე მისი მზრუნველობის ქვეშ ვიყავი. მან დაპირება ზედმიწევნით შეასრულა’’.
შემდეგ ბექემმა ინსტაგრამზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: „ოლდ ტრეფორდი’’ აღარასდროს იქნება იგივე, რადგან როდესაც ჩვენ მის კარს შევაღებთ შენი ღიმილი აღარ შეგვეგებება. ყველას ძალიან გვიყვარხარ’’.
უეინ რუნიმ კეთ ფიპსს „მანჩესტერ იუნაიტედის” გული და სული უწოდა.
საყვარელი რეგისტრატორის გარდაცვალებას „მანჩესტერ იუნაიტედის’’ უამრავი ლეგენდა გამოეხმაურა. ის იყო ადამიანი, რომელიც კლუბში 1960-იანი წლებიდან მუშაობდა და ერთხელ არავისთან მოსვლია კონფლიქტი.