Napoli's Billy Gilmour and Lazio's Loum Tchaouna participate in the Coppa Italia soccer match between SS Lazio and SSC Napoli at Stadio Olimpico in...„ნაპოლიმ’’ იტალიის თასზე რომში „ლაციოსთან’’ 1:3 წააგო. „ლაციო’’ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „ინტერსა’’ და „უდინეზეს’’ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ანტონიო კონტემ „სტადიო ოლიმპიკოზე’’ მეორე შემადგენლობა ათამაშა. მოედანზე „ტორინოსთან’’ მატჩთან შედარებით თერთმეტი ახალი ფეხბურთელი ვიხილეთ. როგორც მედია წერს, „აძურის’’ მწვრთნელს ყველა პირობა აქვს უკმაყოფილო რომ იყოს, თან არა იმდენად შედეგით, რამდენადაც ფეხბურთელთა ნაწილის ცუდი თამაშით. ამის თქმისას ჟურნალისტები უპირველეს ყოვლისა ჯაკომო რასპადორის გულისხმობდნენ.

რასპადორის მიმდინარე სეზონში გოლი არ გაუტანია. Areanapoli წერს, რომ ის იმ თავდამსხმელის შორეულ ნათესავს ჰგავს, რომელიც სკუდეტოს წელიწადს საუცხოოდ თამაშობდა.

„ვიცოდი, რომ გადახალისებული შემადგენლობით თამაში რისკს შეიცავდა, მაგრამ ჩვენ გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. განვითარებისთვის აუცილებელია ტესტის ჩატარება. თამაშის შანსი უნდა მიეცეს ყველას, ვინც ყოველდღიურად მაქსიმუმს აკეთებს და ის, რომ ცხრილში პირველ ადგილზე ვართ მათი დამსახურებაც არის’’, ― თქვა კონტემ.

„ნაპოლის’’ სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო: კაპრილე – ძერბინი, ჟესუსი, მარინი, სპინაცოლა – გილმორი, ფოლორუნშო – ნერეში, რასპადპრი, ნგონგე – სიმეონე.

ხვიჩა კვარაცხელიას ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. სტუმრებიდან გოლი 36-ე წუთზე სიმეონემ გაიტანა.

„ნაპოლის’’ შემდეგი თამაში ზეგ, კვირას, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში შინ აქვს იმავე „ლაციოსთან’’.