Scott McTominay of SSC Napoli celebrates his goal during the Serie A match between Torino and Napoli at Stadio Olimpico di Torino on December 01,...წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ გადაცემა Viva el Futbol-ში „ნაპოლის’’ შოტლანდიელი ნახევარმცველის სკოტ მაკტომინეის თამაში შეაფასა. მოგეხსენებათ სერია A-ს ბოლო ტურში მაკტომინეიმ „ტორინოს’’ ხვიჩა კვარაცხელიას პასით გოლი გაუტანა და ქება დაიმსახურა.

„რომასა’’ და „რეალის’’ ყოფილმა ფეხბურთელმა შოტლანდიელის საკითხს სხვა მხრიდან შეხედა. კერძოდ, მან მაყურებელს შეახსენა თანხა, რომელიც „ნაპოლიმ’’ მაკტომინეის სანაცვლოდ გადაიხადა (30 მილიონი ევრო) და ის პრემიერლიგის სხვა ფეხბურთელების ფასს შეადარა: ინგლისში, საიდანაც მაკტომინეი ჩამოიყვანეს ნამდვილი ვარსკვლავების ფასი 100 მილიონის ზემოთ იწყებაო, თქვა ვეტერანმა. და კიდევ, მან ხაზი გაუსვა, რომ ინგლისური ფეხბურთი იტალიურისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„პრემიერლიგაში ფიზიკური ასპექტი დომინირებს, ამიტომ თუ გამორჩეული ტექნიკა არ გაქვს ადგილის დამკვიდრება ძნელია’’, – თქვა კასანომ. თუ მის სიტყვებს მაკტომინეიზე გადავიტანთ გამოვა, რომ რაკი სქოთი დიდი ოსტატობით ვერ დაიკვეხნიდა, პრემიერლიგაში დასამკვიდრებლად არგუმენტი არ აღმოაჩნდა.

საიტი napolipiu წერს, რომ კასანოს მსჯელობა მთლად მკაფიო არ იყო. ერთი მხრივ მან თქვა, რომ მაკტომინეიმ „ტორინოსთან’’ თვით კვარაცხელიაზე კარგად ითამაშა, მხრივ კი იტალიური ლიგა ინგლისურ და სხვა ტოპ-ევროპულ ლიგებს ჩამოუვარდებაო.