გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია’’ ბოლო წლებია სტუმრად სხვა გუნდია, შინ კი სხვა. დიდი ხანია „ღამურები’’ სხვის სტადიონზე სახეს ჰკარგავენ. ასე მაგალითად, 2019-20 წლების სეზონში მან სტუმრად მხოლოდ 3 თამაში მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 12 წააგო.
2020-21 წლების სეზონში სტუმრად თამაშის სტატისტიკა ასეთი იყო: 2,6 და 11.
2021-22 წლების სეზონში: 5,7,7.
2022-23 წლების სეზონში: 3,4,12.
მიმდინარე სეზონში კი ჯერჯერობით ასეთი მდგომარეობაა: 0,2,4.
ანუ, 2019 წლიდან მოყოლებული „ვალენსიამ’’ სტუმრად ჩაატარა 82 შეხვედრა, რომელთაგან 15 მოიგო, 27 ფრედ დაასრულა და 56 წააგო. ქულებზე რომ გადავიანგარიშოთ, გუნდმა 246 შესაძლებლიდან მხოლოდ 62 მოაგროვა. ამის შემდეგ ნათელი ხდება, თუ რატომ ვერ დაიკავა ჩამოთვლილი ჩემპიონატებიდან მეცხრე ადგილზე მაღალი პოზიცია თუნდაც ერთხელ.
საიტი deportevalenciano წერს, რომ ეს ნამდვილი კატასტროფაა, რომელიც 2019 წლის შემდეგ „ვალენსიაში’’ მიმდინარე პროცესების ერთობლიობამ განაპირობა. მდგომარეობა ერთმა მწვრთნელმაც ვერ გამოსწორა. საყვედური მხოლოდ ვოროს არ ეთქმის.
პორტალი წერს, რომ გუნდი ვალდებულია უახლოეს მომავალში სტუმრადაც გაიმარჯვოს, რადგან დაუშვებელია მისი თამაში შინ და გარეთ ასე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მეტი დროის დაკარგვა აღარ შეიძლება.
უახლოესი მატჩი „ვალენსიას’’ სწორედ დღეს ან უფრო სწორედ უკვე ხვალ, საქართველოს დროის შუაღამისას, სტუმრად აქვს მალიორკაზე.