„ნაპოლიმ’’ „რომას’’ 1:0 მოუგო. ანტონიო კონტეს გუნდმა ცხრილში პირველი ადგილი შეინარჩუნა. მატჩის შემდეგ პარტენოპეელთა მწვრთნელმა თქვა:
„მატჩის წინაც ვამბობდი, რომ სხვებს არ უნდა ვუყუროთ. მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და ვცადოთ ჩვენი თამაში განვავითაროთ. მთელ რიგ საკითხებში გვმართებს ნაბიჯების გადადგმა და დონის ამაღლება. 70 წუთის განმავლობაში მომეწონა ბიჭები როგორ თამაშობდნენ. ბოლო 20 წუთი კი უკეთ უნდა ჩაგვეტარებინა…
(ცნობისთვის: ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი 67-ე წუთზე დატოვა)
…კვარაცხელიამ პირველი ტაიმი დიდებულად ჩაატარა. ეს იყო მისი ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მას მერე რაც მე „ნაპოლიში’’ ვარ. ის ნაკრებიდან მოზიდველი კუნთის მცირე დაჭიმულობით დაბრუნდა. ამის მიუხედავად მას ჰქონდა შანსები და თავადაც შექმნა ისინი. მე ყოველთვის გუნდის ინტერესებით ვხელმძღვანელობ, მაგრამ ფეხბურთელის ინტერესებიც მნიშვნელოვანია. გარისკვა აღარ მინდოდა, მითუფრო, რომ სათადარიგოთა სკამზე ნერეში მყავდა’’.