დღეს „ნაპოლი’’ „რომას’’ მასპინძლობს. „გაძეტა დელო სპორტი’’ წერს, რომ ახლა ანტონიო კონტეს ამოცანა თავდასხმის გაძლიერებაა. კერძოდ, მან უნდა შექმნას ისეთი ვითარება, რომ ხვიჩა კვარაცხელია და მატეო პოლიტანო ძველებურად ათამაშდნენ.
„ეს რომ კინო იყოს „რომასთან’’ შეხვედრა „ნაპოლისთვის’’ სეზონის მეორე ნახევრის დასაწყისად ჩაითვლებოდა. პირველ ნახევარში ანტონიო კონტემ აღადგინა შესანიშნავი პროექტი, რომელიც დე ლაურენტისის ეპოქაში გაბრწყნებისთანავე ანუ სკუდეტოს მოგებისთანავე დაიშალა. სალენტოელ მწვრთნელს წესრიგის, ენთუზიაზმისა და მერეტის წინ კედლის აღსადგენად რამდენიმე თვეც ეყო. ახლა ის შეტევის ფაზაზე იწყებს მუშაობას. მან უნდა მიაგნოს მოქნილი მანევრირების ხერხს, რომელიც ბოლო თვეში ლობოტკას გარეშე დაიკარგა, შემდეგ კი კვარაცხელიასა და პოლიტანოს პირობები უნდა შეუქმნას, რათა მათ გუნდს ხელი ჩასჭიდონ და ძველებურად იკაშკაშონ.
კონტეს სჭირდება თავისი შემტევების ნიჭი ტენდენცია რომ შეცვალოს და „ნაპოლი’’ ტოპ-გუნდებს შორის ყველაზე მწირგოლიანი აღარ იყოს. ეს არის უსიამოვნო ფაქტი, რომელიც ნეაპოლელთა 77-ე ნომრის შემოქმედებითა და მოულოდნელობებით სავსე თამაშმა უნდა გამოასწოროს. კვარაცხელიამ კონტრაქტის განახლებაზე ფიქრი მოედნის გარეთ უნდა დატოვოს და ფეხბურთისგან სიამოვნების მიღებას დაუბრუნდეს: ვირაჟებით, ბურთის ფეხებს შორის გაძვრებით, ფრთაზე აფეთქებით და თუნდაც შუაში და ლუკაკუსთან დუეტის შექმნით. ხვიჩა კვლავ იმ კვარადონად უნდა გადაიქცეს სკუდეტოს წელს რომ იყო’’, — წერს ვარდისფერფურცლიანი მილანური გაზეთი..