„ნოუ მესტალიას” აშენებას საშველი არ დაადგა

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაში’’ სიახლეა, რომელიც კლუბის ეკონომიკურ მხარეს ეხება. დავალიანების რესტრუქტურიზაციის შედეგად CaixaBank-ის კრედიტი განულდა იმას ნიშნავს, რომ სტადიონი „მესტალია’’ იპოთეკისგან გათავისუფლდა. გარდა ამისა სინგაპურელი მილიარდერი პიტერ ლიმი აღარ არის ვალდებული ფლობდეს კლუბის აქციათა 51 პროცენტს.

ესპანური წყაროები წერენ რომ საინვესტიციო ჯგუფ Goldman Sachs-ის დახმარებით დაიხურა 186 მილიონიანი ორმაგი კრედიტი.

2014 წელს, როდესაც „ვალენსიას’’ მთავარი მეწილე ლიმი გახდა, მხარეებმა CaixaBank-ის ვალი ხელახლა განიხილეს და 61 მილიონამდე შეამცირეს, მაგრამ სანაცვლოდ სინგაპურელი ბიზნესმენი ვალდებული გახდა 2026 წლამდე კლუბის აქციათა 51%-ის მფლობელად დარჩენილიყო.

Goldman Sachs-თან ვალენსიამ 65 მილიონიან (7.13%-იან) წლიურ კრედიტს მოაწერა ხელი. კლუბმა ამ კომპანიის დახმარებით აიღო კიდევ ერთი 121 მილიონიანი კრედიტი სხვადასხვა კრედიტორებისგან, რომელთა შორის არიან ამერიკული საპენსიო ფონდებიც. მათთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა საშუალოდ 7.5 წელიწადია, ხოლო პროცენტი 6.53%.

ეს 121 მილიონიანი ხელშეკრულება შეღავათიან პერიოდს ითვალისწინებს ანუ „ვალენსია’’ ვალის დაფარვას 2017 წლამდე არ დაიწყებს. ამ კრედიტის გარანტია არის კლუბის ყველა სატელევიზიო და სპონსორული უფლებები.

65 მილიონი კრედიტის გარანტიად ჯერაც დაუსრულებელი ახალი სტადიონის „ნოუ მესტალიას’’ შემოსავლები და მიწაა ჩადებული, რომელზეც ეს ნაგებობა დგას.

ამ ნაბიჯის წყალობით, „ვალენსიას’’ შეუძლია გაყიდოს მიწა, რომელზეც ძველი „მესტალია’’ დგას. მისი ფასი 100 მილიონ ევროზე მეტია. პიტერ ლიმს კი შეუძლია აქციები გაასვისოს.