შეიძლება იყოს 5 ადამიანი, კალათბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთში 90:83 გაიმარჯვა და კონტინენტის მთავარ ტურნირზე მეექვსედ გასვლის შანსი დაიტოვა.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ჯგუფური ეტაპის საწყისი ორი თამაში წაეგო და სატურნირო ცხრილში ვითარების გამოსწორება იყო საჭირო.

თამაში ცუდად დავიწყეთ და 0:7 ჩამოვრჩით. გვიჭირდა ბურთის გათამაშება და შეტევისთვის განკუთვნილ დროში ჩატევა. მასპინძლები მეოთხედის ბოლოს ცხრა ქულითაც გაგვექცნენ, მაგრამ მოავახერხეთ და ხუთამდე შევკვეცეთ. ცუდად დავიწყეთ მეორე მეოთხედიც, თუმც ბოლოს, დიდ შესვენებაზე გუნდები ხუთქულიანი სხვაობით გავიდნენ.

შემდეგ თამაშს მოვუმატეთ და ანგარიში გავათანაბრეთ. მეტიც, წინ გასვლაც შეგვეძლო, მაგრამ მცირე ჩავარდნა ფინეთმა არ გვაპატია და ცხრა ქულით გაგვექცა. საბედნიეროდ ბოლო მეოთხედის წინ მხოლოდ ქულას ვაგებდით.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თამაშობს კალათბურთს and ტექსტი გამოსახულებაბოლო ნაწილი კი მთლიანად ქართველების იყო. თორნიკე შენგელიას ზედიზედ ოთხი სამქულიანის შემდეგ 5 წუთით ადრე 10 ქულას ვიგებთ. თუმცა, იქვე ავირიეთ და ორ წუთში სხვაობა ოთხი ქულა დარჩა, ხოლო წუთნახევრით ადრე – ორი ქულა… 50 წამით ადრე ქულასღა ვიგებთ.

ბოლო წამები ტაქტიკურ ჯარიმებსა და მწვრთნელების ტაქტიკაში გადაიზარდა, რომელიც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა აშკარად მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაგვიზარდა.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო გუნდს უვარჯიშოდ შეერთებული თორნიკე შენგელია იყო, ვინაც 24 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა; ჩინებულად ითამაშა ახალმა ნატურაზიბელმა კალათბურთელმა კამარ ბოლდუინმა, რომლის ანგარიშზეც 23 ქულა დაგროვდა… სხვა კალათბურთელებიდან 10-ქულიანზღვარს მხოლოდ გიორგი შერმადინმა უწია. ჩვენივე ჯგუფში სერბეთმა 72:53 მოუგო დანიას და ახლა ჯგუფში ასეთი მდგომარეობაა: სერბეთი ექვსი ქულა, ხოლო დანიას, საქართველოსა და ფინეთს 4-4 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში საქართველოს ნაკრები იგივე ფინეთს 24 ნოემბერს უმასპინძლებს.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი, კალათბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება