Isak Hien of Atalanta BC competes for the ball with David Neres of SSC Napoli during the Serie A match between SSC Napoli and Atalanta BC at Stadio...„ნაპოლის’’ ბრაზილიელმა გარემარბმა დავიდ ნერეშმა კლუბის ოფიცილაურ არხს ინტერვიუ მისცა. მოგეხსენებათ, იტალიაში ნერეშს ბევრი ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტად მიიჩნევს და მავანნი იმასაც ამბობდნენ, რომ ანტონიო კონტეს უჯობს სასტარტო შემადგენლობაში ის ათამაშოს ვიდრე კვარაცხელია.

ზემოხსენებულ ინტერვიუში ბრაზილიელმა გულშემატკივარს თავი უკეთ გააცნო.

„ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ქუჩაში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, მეტწილად ბურთს დავდევდი. ჩემი კერპები იყვნენ რონალდინიო, მესი და ნეიმარი. 2002 წელი როდესაც ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო კარგად არ მახსოვს, მაგრამ ფინალის მომენტები თვალწინ მიდგას. კიდევ, მახსოვს რონალდინიოს საჯარიმო დარტყმა ინგლისთან. 2005 წელს კი „სან პაულუმ’’ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ჩემთვის ეს გამორჩეული დღე იყო. 2002 წლის მსგავსად არც ამ შეჯიბრებიდან მახსოვს ყველაფერი, მაგრამ მიხაროდა, რომ ჩემმა ფავორიტმა გუნდმა თასი აიღო…

…„ნაპოლის’’ მაისურით პირველი გოლი რომ გავიტანე ისეთი გახარებული ვიყავი, რომ ვერც კი გავიგე ჩემი გვარი როგორ გამოაცხადეს. შემდეგ უეცრად გავაცნობიერე, რომ სტადიონი ჩემს გვარს ყვიროდა და საუცხოო გრძნობა დამეუფლა. სტადიონზე ჩემი მეუღლე და შვილი ისხდნენ…

…ჩემთვის ფეხბურთელობა მუდმივ განვითარებას ნიშნავს. ყოველდღე წინა დღეზე უკეთესი უნდა გახდე და საქმეში სულ 100 პროცენტს უნდა დებდე. კონკრეტული ოცნება არასდროს მქონია, მაგრამ ყოველთვის მინდოდა წინა დღესთან შედარებით უკეთესი ვყოფილიყავი. ყოველთვის შევეცდები ბოლომდე დავიხარჯო როგორც მოედანზე ასევე მის გარეთ. იმედი მაქვს, რომ როგორ მიმდინარე სეზონში ასევე მომდევნო წლებში მნიშვნელოვან მიზნებს მივაღწევთ…

…მიყვარს სერიალების ყურება. ჩემი საყვარელი სერიალებია „გაქცევა’’, „სამეფო კარის თამაშები’’ და Breaking Bad. სპორტის სახეობებიდან მიყვარს კალათბურთი და ამერიკული ფეხბურთი. ყველაფრის საქმის კურსში ვარ, თუმცა თავად კარგად ვერც ერთს ვთამაშობ და ვერც მეორეს. ისე, უნდა ვცადო. ფავორიტი გუნდი არ მყავს, მაგრამ მყავს საყვარელი მოთამაშეები კაირი ირვინგი და ლებრონ ჯეიმსი. ადრე ჩოგბურთი მიყვარდა. რომ გავყოლოდი კარგი ჩოგბურთელი გამოვიდოდი…

…ზოგადად მორცხვი ადამიანი ვარ. განსაკუთრებით ლაპარაკის მერიდება. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მოედანზე თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ…

…იტალიურს ვსწავლობ, მაგრამ მეძნელება. შემიძლია ვთქვა „როგორ ხარ’’, და კვირის რამდენიმე დღე დავასახელო’’.