Khvicha Kvaratskhelia of Georgia and Robin Hranac of Czechia battle for the ball during the UEFA EURO 2024 group stage match between Georgia and...დღეს ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთი საქართველოს მასპინძლობს. ჩეხთა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე ასე ილაპარაკა:

–  ამჯერად განსხვავებულად უნდა ითამაშოთ ვიდრე სექტემბერში თბილისში, როდესაც 1:4 წავაგეთ.

– იმ დღეს რა დაგვავიწყებს. ეს იყო დიდი ჩავარდნა. თბილისური შეხვედრა ცუდად არ დავიწყეთ, მაგრამ საკუთარ თავს ნება მივეცით გავმტყდარიტავით და მეტოქისთვის მომაკვდინებელი კონტრშეტევების შესაძლებლობა მიგვეცა. ქართველ ფეხბურთელებს შეტევაში ძალიან მაღალი კლასი აქვთ. ამიტომ, ამჯერად გამარჯვების საბაზისო ელებმენტი მათი კონტრშეტევების ყურადღებით გაკონტროლება იქნება.

– განსაკუთრებით ალბათ ხვიჩა კვარაცხელიას გაკონტროლება.

– ვიცით, რომ საქართველოს ეს ბრილიანტი ჰყავს. ის მართლა დიდი ფეხბურთელია. ახლა არ გავცემ ჩვენს ტაქტიკას, თუ როგორ ვაპირებთ მის წინააღმდეგ თამაშს, მაგრამ ჩვენს მცველებს მისი თამაშის ვიდეომონტაჟი ვაჩვენეთ. ჩვენ მას უნდა ვუყუროთ და ერთმანეთს დავეხმაროთ. მისი განეიტრალება წარმატების საწინდარი იქნება.