იტალიის ქალაქ კამპობასოს ეგრეთწოდებულმა მფრინავმა ჯგუფმა დააკავა ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 762 გრამი ნარკოტიკი აღმოუჩინეს. ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა ოპერაცია რკინიგზის სადგურში მას მერე ჩაატარეს, რაც მათთვის კარგად ნაცნობი ნარკომანების საეჭვო გადაადგილებები შეამჩნიეს.

პოლიციის თანამშრომლები კარგა ხანს აკვირდებოდნენ ნაცნობ სახეებს. მათ აგრეთვე შეამჩნიეს აპილიის რეგიონის (დედაქალაქი ბარი) 20 წლის მაცხოვრებელი, რომლის შესახებ მათ სავარაუდოდ აგრეთვე ჰქონდათ ინფორმაცია. ეს პიროვნება პოლიციელებმა ვაგზლის ბარში დააკავეს. სამართალდამცავებს ეჭვი იმან გაუძლიერა, რომ ახალგაზრდა კამპობასოს ვაგზალზე იმ საათებში ტრიალებდა, როდესაც გრაფიკის თანახმად იქ მატარებელს არ უნდა გაევლო. ანუ მგზავრისთვის უაზრო დრო იყო.

ადგილზე ჩატარებულმა შემოწმებამ პოლიციელთა ეჭვი დაადასტურა: ახალგაზრდა პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს და აღმოუჩინეს… მადრიდის „რეალის’’ ლოგოტიპიან პაკეტებში დაფასოებული ნარკოტიკი. აპილიელს მეორე შეკვრაც აღმოუჩინეს, რომელშიც 26 გრამი კოკაინი იყო შეფუთული. ახლა ის ნარკიტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი.