„ნაპოლის’’, „ლივორნოს”, „რავენას”, „ვენეციას”, „ტორინოსა” და „ვიჩენცას” ყოფილი ფეხბურთელი სტეფან ზვოკი იტალიური მედიასივრცის ხშირი სტუმარია. ამჯერად ზვოკმა გადაცემა Il Bello del Calcio-ში „ნაპოლისა’’ და „ატალანტას’’ თამაშზე ილაპარაკა, რომელიც ბერგამოელებმა 3:0 მოიგეს. კვირას ნეაპოლელები მილანში „ინტერს’’ შეხვდებიან.

„კონტეს რაღაც მეტი უნდა ექნა, ― თქვა ზვოკმა, ― შეხვედრის მიმართულება უნდა შეეცვალა. „ატალანტაზე’’ ლაპარაკიც ზედმეტია, ამ გუნდს უკვე წლებია ერთი მწვრთნელი ჰყავს და უმაღლეს დონეზე თამაშობს. გასპერინი ქების ღირსია, მან მიმართა ორიგინალურ ხერხს, სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა სეზონის ბომბარდირთა ლიდერი რუტეგი და „ნაპოლის’’ შეხვედრის კონტროლის შესაძლებლობა არ დაუტოვა. „ნაპოლიმ’’ მოწინააღმდეგის ტაქტიკას ალღო გვიან აუღო. რაღაც მეტი უნდაგაეკეთებინა. პირველ ტაიმში მოედანზე მსოლოდ ერთი გუნდი იყო. ისეთ გამოცდილ მწვრთნელს, როგორიც კონტეა რაღაცის შეცვლა მართებდა. და კიდევ, „ატალანტასთან’’ შეხვედრაში იმედი გამიცრუეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც „მილანთან’’ გადამწყვეტი სიტყვა თქვეს’’.

კვარამ გაგიცრუათ იმედი?

სპალეტის დროს კვარას ზურგი დაზღვეული ჰქონდა. ზაფხულში, როდესაც გაირკვა, რომ „ნაპოლის’’ კონტე ჩაიბარებდა, ნათელი გახდა, რომ ყველაზე მეტად ქართველს გაუჭირდებოდა: მას მთელს ფრთაზე მოთხოვეს სირბილი, რასაც ის დაჩვეული არ არის. ეს მის მახასიათებლებში არ შედის.

ინტერი-ნაპოლი?

მნიშვნელოვანი მატჩია, მაგრამ გადამწყვეტი არ გახლავთ. ეს არის შეხვედრა, რომელშიც „ნაპოლი’’ სავარაუდოდ მომავალ ჩემპიონს ხვდება. „ნაპოლი’’ „ინტერს’’ კონდიციებით ჩამორჩება. გულწრფელად რომ გითხრათ, ათი ტურის მერე მე უფრო კაშკაშა „ნაპოლის” ველოდი.